logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: რის გამო უნდა გადავდგე, საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება რომ მივიღე და ჩვენი მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად იქნებიან დაცული თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს?!
- +

21 სექტემბერი. 2023. 00:52

"მოვისმინე, რომ თითქოს არ გავამართლე იმედები, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას გავუმართლო იმედები, პირველ რიგში ფასების სტაბილურობასთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის ყველაზე მაღალი რანგის ამოცანა და ყველაზე ძლიერი საზომი, რითაც ჩემ წარმატებას თუ წარუმატებლობას გავზომავ," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მასზე ზეწოლის მოხდენა არ არის მარტივი.

 

 

„ძალიან სამწუხაროა მოისმინო მაღალი რანგის თანამდებობის პირისგან ასევე კლასიკური ნიმუში ეროვნული ბანკის საბჭოზე ზეწოლის. როდესაც მოუწოდებ შენ საბჭოს, რომ გადააყენე მოვალეობის შემსრულებელი, გადადექით, როდესაც გიხარია, რომ უკვე სამი წევრი გადადგა და ახლა ყველაფერი ჩამოიშლება, ალბათ სხვადასხვაგვარად ვკითხულობთ ჩვენ კონსტიტუციას. ზეწოლაა, როდესაც გარედან არის არაადეკვატური მოწოდებები და ხელის შეშლის მცდელობა მუშაობაში. ზეწოლაა, როდესაც მოგიწოდებენ, რომ შენ შენი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ აღასრულო, გააუქმო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას იცავს, იმიტომ რომ ვიღაცის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება. ზეწოლაა, როდესაც საბჭოს წევრებს მოუწოდებ, შეცვალეთ ხელმძღვანელი, ზეწოლაა, როდესაც მე მომმართავენ, რომ გადავდგე. რის გამო უნდა გადავდგე, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება რომ მივიღე და ჩვენი მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად დაცულები იქნებიან თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს? ეს არის კლასიკური ზეწოლა. რაც შეეხება იმას, რომ ჩემზე ამ გადაწყვეტილების მიღებისას ვინმემ მოახდინა ზეწოლა, ჩემზე არ არის ასე მარტივი ზეწოლის მოხდენა. ეს იყო სრული ჩემი დისკრეცია, ჩემი გადაწყვეტილება, მართალია იურისტების გუნდთან ერთად ვმუშაობდით, ეს ნამდვილად არ მომხდარა ერთ საათში. სწრაფად მოხდა რეაგირება სანქციების მიღების მომენტიდან მათი აღსრულების ახალი წესის შემოთავაზებამდე. ჩვენ ვეძებდით სწორ ფორმას, შევჯერდით, რომ ისევ ამ წესში ცვლილება უფრო სწორი და გამჭვირვალე იქნებოდა. რა თქმა უნდა, ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება ჩემთვის ძალიან საყურადღებო იყო, რადგან ის პროფესიონალი იურისტია, მაგრამ გადაწყვეტილება მე ჩემით მივიღე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner