logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ეროვნული ბანკის საბოტაჟის გზაზე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გადის კანონის ჩარჩოებიდან და იმასაც ვერ ხვდება, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობის“ რუპორად და თავი დაისამარა
- +

21 სექტემბერი. 2023. 10:42

 

 

„სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ „ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე“, არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, სანამ ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორად ჩამოყალიბდა.

 

„სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ "ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე", არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური. წარდგენილი კანდიდატების გაწვევა არ შეიძლება. ამიტომ, ეროვნული ბანკის საბოტაჟის გზაზე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გადის კანონის ჩარჩოებიდან. ეს უვიცი ქალი იმასაც ვერ ხვდება, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნაცმოძრაობის რუპორად და დაისამარა თავი სამუდამოდ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი  Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner