გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, თეთრი ტბის დასახლებაში გზის მოწესრიგებას ახორციელებს. სამუშაოები სამ ქუჩაზე მიმდინარეობს: კალანდაძის ქუჩის მონაკვეთზე, თეიმურაზ ბატონიშვილის I და II შესახვევისა და ბორჩალოელის ქუჩის მონაკვეთებზე.
სამუშაოების შედეგად, 1 250 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, 12 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი, იგება ასფალტის საფარი, რისთვისაც 1 200 000 ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, ბესიკ კალაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.