logo_geo
eng_logo
თეთრი ტბის დასახლებაში, სამი ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს
- +

21 სექტემბერი. 2023. 12:17

 

 

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, თეთრი ტბის დასახლებაში გზის მოწესრიგებას ახორციელებს. სამუშაოები სამ ქუჩაზე მიმდინარეობს: კალანდაძის ქუჩის მონაკვეთზე, თეიმურაზ ბატონიშვილის I და II შესახვევისა და ბორჩალოელის ქუჩის მონაკვეთებზე.

 

სამუშაოების შედეგად, 1 250 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, 12 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი, იგება ასფალტის საფარი, რისთვისაც 1 200 000 ლარამდე დაიხარჯება.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, ბესიკ კალაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან  ერთად გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner