კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ოპოზიციონერ ქალებს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მიმართავს.
„ამ ქალბატონებზეა ნათქვამი: „რაც ესიზმრებოდათ, ის ელანდებოდათ!"-ო. თქვენ რასაც ეტრფით, გოგოებო, იმას პარლამენტის დარბაზში საჯაროდ ვერ მოგართმევენ, ამიტომ გემს გაჰყევით, გოგოებო, რუსულ გემს. ოკუპანტის ენა კარგად გცოდნიათ, საწადელს გზად მიაგნებთ, თქვენც გაილაღებთ და ქვეყანაც მოისვენებს“, - წერს ხაინდრავა.