logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა „ნაციონალებზე“: ოღონდ გაიმარჯვონ და სულს ნებისმიერ არაქართველს მიჰყიდიან!
- +

8 სექტემბერი. 2016. 11:27



რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„პ ა რ ა დ ო ქ ს ი - 2

 

მეტისმა სააკამ, მიხვდა რა, რომ მისი პარპაში მორჩა, სამხრეთის დიდი ქვეყნის 60 000-მდე მოქალაქეს მისცა საქართველოს პასპორტი. შესაბამისად, სელჯუკები საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას!..

 

და როგორ ფიქრობთ, ვის მისცემენ ხმას მამიდა გიულის პროტეჟეები!

და ამათ ჰქვიათ ნაციონალები?! - ოღონდ გაიმარჯვონ და სულს ნებისმიერ არაქართველს მიჰყიდიან!

 

და თქვენ, გულუბრყვილო სირაქლემები, ქვიშაში რომ დაგიმალავთ თავი, ანგელოზის სახეებით სიამოვნებით ჩააბარებთ სულს (თუ შეგრჩათ) ამ იუდებს!" - წერს რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner