logo_geo
eng_logo
„ლიბერთი ბანკი“: ერთ ერთი ტელეკომპანიის მიერ, „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია
- +

21 სექტემბერი. 2023. 17:10

 

 

„ერთ ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ „ტვ პირველის“ მიერ, „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს „ლიბერთი ბანკის“ და მისი აქციონერების იმიჯს“, - ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში წერია.

 

„კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ„ ლიბერთი ბანკი“ არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.

 

ასევე, არც „ლიბერთი ბანკი“ და არც მისი აქციონერი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე, არასოდეს ფლობდა „ვითიბი ბანკის“ წილს/აქციებს.

 

ყალბი და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების კამპანიის გაგრძელების შეთხვევაში, „ლიბერთი ბანკი“ უფლებას იტოვებს, მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნულია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner