ერევანში აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადაკეტვა დაიწყეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებიან და ქუჩებს კეტავენ, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია.
ოპოზიციური ბლოკის, „დედა სომხეთის“ ლიდერმა, ანდრანიკ ტევანიანმა განაცხადა, რომ ხვალიდან საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდება.
„გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ სასწრაფო და სახანძრო მანქანები დაიშვებიან. მოქალაქეები პოლიციასთან კონფლიქტში არანაირ შემთხვევაში არ უნდა შევიდნენ“, – აღნიშნა ტევანიანმა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.