logo_geo
eng_logo
პენტაგონი: პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ სუვერენული გადაწყვეტილებაა
- +

21 სექტემბერი. 2023. 22:55

 

 

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ სუვერენული გადაწყვეტილებაა.

 

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, გადაწყვიტოს, რა დონის მხარდაჭერას გაუწევენ უკრაინას", - აღნიშნა პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა.

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას ამჟამად არ გადასცემს სამხედრო დახმარებას, რადგან ის ორიენტირებულია საკუთარი არმიის გადაიარაღებაზე.

 

კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა პოლონეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, პოლონეთის მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ვარშავა ამჟამად არ აწვდის კიევს იარაღს, რადგან ახლა „ჩვენ ვიარაღდებით ყველაზე თანამედროვე იარაღით“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner