logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შენარჩუნებული იყოს მშვიდობა
- +

21 სექტემბერი. 2023. 23:35

"რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და დაძაბულობა. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღკვეთოს ასეთი ქმედებები, რადგან რადიკალური ქმედებები მარცხისთვის არის განკუთვნილი," - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხს, ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა. არაერთი განცხადება გააკეთა ნათია თურნავამ, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მცდელობა იყო, რომ ეს ვითარება გამოეყენებინათ პოლიტიკურად. ძალიან ბევრი სიბინძურე მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით და ყველაზე მთავარი - მცდელობა იყო, რომ მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ჩამოეშალათ, თუმცა ცხადია, ესეც არ გამოუვიდათ. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შენარჩუნებული იყოს მშვიდობა“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner