"გუშინ პარლამენტში ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობდა სიტუაციის დაძაბვას, საზოგადოების დაშინებასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, ფარცხალაძის სანქცირების საკითხი საბაბი იყო," - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„შესაბამისმა უწყებებმა გააკეთეს განცხადება, რომ ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია. როდესაც საუბარია ასეთ სანქციებზე, კარგი იქნება თუ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი, შეიძლება ეს საჯაროდ არ მოხდეს, მაგრამ შესაბამისი უწყებები ერთმანეთს აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ და აუცილებლად უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ აღნიშნულთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.