logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა მათი რეალური სახე, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი სამშობლო, ამ ქვეყნის მომავალი, მათ აქვთ ერთი მიზანი, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა
- +

21 სექტემბერი. 2023. 23:39

"ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა მათი რეალური სახე, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი სამშობლო, ამ ქვეყნის მომავალი. მათ აქვთ ერთი მიზანი, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა და მათი პატრონების მეშვეობით, ყველანაირი მეთოდით ჩამოაგდონ ხელისუფლება, ეს არის დღევანდელი მოცემულობა, "- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი.

 

 

„ვნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადება, მინიშნებები, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პრევენციული ღონისძიებებისთვის, მაგრამ ისეთ სიბინძურეებზეა საუბარი, რომ ეს თემა აუცილებლად გასაშლელია და აუცილებლად უნდა ვუთხრათ მოსახლეობას, რომ საუბარია კარვებზე, იქ პროვოკაციების მოწყობაზე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანაზე, ვიღაცის მკვლელობაზე. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, მეორე მხარე, რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს რომ გააქილიკოს ეს ყველაფერი, მიზან მიმართულად ხდება აღნიშნული საკითხების მიმართ ეს დამოკიდებულება და განცხადებები, რასაც ვისმენთ, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი რეალურ საფრთხედ არ მიიღოს. რეალურად რომ შევხედოთ, ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner