logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში პრეზიდენტის ქმედებები აბსოლუტურად უნისონშია რადიკალურ ოპოზიციასთან - რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ფიქრობს, მოიმოქმედებს, პრეზიდენტი ყველაფერს „უპრავებს“
- +

21 სექტემბერი. 2023. 23:52

"ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში პრეზიდენტის ქმედებები აბსოლუტურად უნისონშია რადიკალურ ოპოზიციასთან - რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ფიქრობს, მოიმოქმედებს, პრეზიდენტი ყველაფერს „უპრავებს“ და მაქსიმალურად ცდილობს, იგივე დღის წესრიგი და მესიჯი ჰქონდეს, "- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„2 დღეა ვისმენთ განცხადებებს ნათია თურნავასთან მიმართებაში. ეს არის პირდაპირ უხეში ზეწოლა დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელზე. ამას აკეთებს ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია და ის საზოგადოებს ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ ნათია თურნავა წარადგინა ამ თანამდებობაზე. ერთ-ერთი ადამიანი ვიყავი, ვინც სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ის პრეზიდენტი გამხდარიყო. სამწუხაროდ, ვხედავთ, როგორი პრეზიდენტია. ის დაკავებულია მავნებლობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner