"სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე იცოდა, რომ იმპიჩმენტში რადიკალური ოპოზიცია არ ჩაერთვებოდა და ამიტომ გარისკა," - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ვითარებაში იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელია, მაგრამ აქ არის მეორე მოცემულობა - პრეზიდენტს რა თქმა უნდა ჰქონდა იმის იმედი, რომ იმპიჩმენტი ვერ მოხდებოდა. ზურაბიშვილმა, თავიდანვე იცოდა, რომ იმპიჩმენტში რადიკალური ოპოზიცია არ ჩაერთვებოდა და ამიტომ გადადგა და გარისკა აღნიშნული საკითხი. არ ვიცი რამდენად გარისკავს და სააკაშვილს შეიწყალებს, მაგრამ თუ ასე მოხდა, არის კონკრეტული სხვა საქმეები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება უწყებების მხრიდან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.