logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პიკის საათებში თბილისში, დაახლოებით 640 ათასი ავტომობილი გადაადგილდება, მაშინ, როდესაც 2014 წელს დაახლოებით 180 ათასი ავტომობილი იყო
- +

22 სექტემბერი. 2023. 01:27

"დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია. პიკის საათებში დაახლოებით 640 ათასი ავტომობილი გადაადგილდება, მაშინ, როდესაც 2014 წელს დაახლოებით 180 ათასი ავტომობილი იყო. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება," - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 47 პროცენტს ჰყავს ავტომობილი, მაგრამ გამოყენება არის მაღალი, დაახლოებით, 97%. ამას უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მოწესრიგება, მეტი საავტობუსო ზოლის შექმნა. დიდი გამზირებისა და ქუჩების ჩაკეტვა ქალაქში გადაადგილებას ხელს უშლის, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. თუ მიწისქვეშა კომუნიკაციები არ მოვაწესრიგეთ, არ გამოვცვალეთ სხვანაირად არ გამოვა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner