logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: არ უნდა მოადუნოს საზოგადოებამ ყურადღება და სიფრთხილე, „გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლა არ დასრულებულა
- +

22 სექტემბერი. 2023. 01:32

იმედის მომცემია და საამაყოა ის თემა, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად მიხვდა „გლობალური ომის პარტიის“ მზაკვრულ გეგმებს და არ ჰყვება მათ ამ პროვოკაციებში, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და „გლობალური ომის პარტია“ მორიგ პროვოკაციებს გეგმავს.

 

 

არ უნდა მოადუნოს საზოგადოებამ ყურადღება და სიფრთხილე. „გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლა არ დამთავრებულა. ეს იყო მხოლოდ შესავალი. მაგრამ იმედის მომცემია და საამაყოა ის თემა, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად მიხვდა მათ მზაკვრულ გეგმებს და არ ჰყვება მათ ამ პროვოკაციებში.

 

 

ეს ბრძოლა - არეულობის მოწყობის მცდელობები კიდევ უფრო გამძაფრდება. არ უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით რაიმე ძალისხმევის დაკლებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რადიკალური ოპოზიცია მრავალათასიან აქციებს აანონსებს ხოლმე, მაგრამ ვხედავთ მხოლოდ რამდენიმე აქტივისტის შეკრებას.

 

 

ჩვენ ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, კონსტიტუციის დაცვაზე, ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაზე, სახელმწიფოებრიობის მშენებლობაზე და რადიკალური ოპოზიცია გვესაუბრება მეორეხარისხოვან თემებზე - ცალკეულ პირებზე, რომელთა საშუალებითაც ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. იმიტომ უნდა ავაშენოთ ძლიერი ინსტიტუციები, რომ იმ ცალკეულ დარღვევებს, რაც არსებობს, კორუფცია იქნება ეს თუ გადაცდომა, ძლიერმა ინსტიტუციებმა გასცენ პასუხი და ეს არ იყოს დამოკიდებული ცალკეული პირების კეთილ ნებაზე.“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner