„მინისტრს იმიტომ იბარებენ, რომ მოუწყონ ობსტრუქცია. ეს არის ფაქტი“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა შს მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარების საკითხზე საუბრისას.
„მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევე ერთი ლუსტრაცია იქნება იმ გეგმისა, რასაც დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქვია საქართველოში. რასაკვირველია გომელაურს ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვს პასუხი. გამოჩნდება ხელისუფლების მხრიდან რისთვის არიან მზად და გამოჩნდება ის, რა უნდა რადიკალურ ოპოზიციას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.