„შს მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოწვევა ემსახურება მხოლოდ ერთს, რომ მათ [რადიკალურმა ოპოზიციამ] სცადონ გარკვეული შოუები მოაწყონ, შემოიტანონ დესტრუქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.
„საქმის შინაარსში შესვლა მათი ინტერესი არ არის. საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს, იმ კონკრეტულ არგუმენტებს და ფაქტებს, რასაც მინისტრი გააჟღერებს“, - აღნიშნა მიქანაძემ.