რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს:
„სულ არ მაქვს თავი, ვუსმინო ცრუპენტელა, დემაგოგ ნაცისტებს! (სხვათაშორის, არშემდგარი მსოფლიო ჩემპიონის შვილმა, არშემდგარმა ივერთა ბელადმა, პუტინის ბოტოქსის არ იყოს, თვალების ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ კვლავ იმას ხედავს, რასაც ვერ ხედავდა)!
რესტორანში ვიჯექი და მესმოდა ახალი ჩიორა ხოშტარიას სათნოებაში გამოხვეული კაპასი მოვაჭრე ქალწულის ხმა:
წყნეთში გზები ვერ გაიყვანესო! წარმოგიდგენიათ - 9 წელი წყნეთის ქუჩები ამ ნაძირლებს ფეხებზე ეკიდათ, თქვენ კი, ვაიინტელექტუალკა, ალბათ გაუბედურებულ კურორტის პაემანებზე ზღაპრულ პრინცებთან უსახელო ქუჩებში ადვილად ერკვეოდით!
მესმოდა, სანამ სადღეგრძელოს ვსვამდით კიდევ:
ეკონომიკა კატასტროფის უფსკრულშიაო!!!!
კანადელი პურისმცხობელი, „ნობელის ლაურეატი", ეკონომიკის მინისტრად მე კი არ დავნიშნე, თქვენ გიბრძანათ იმ მეტისმა, სექს-ახირება რომ დაეშოშმინა!
ბრძანება:
ქალები, ბოროტი, პარტიული ქალები სასწრაფოდ სახლში დაბრუნდნენ და შვილები გაზარდონ, თუ ამის უნარი შეუნარჩუნა ბანდიტების პარტიამ!
SIEG HEIL!" - წერს სოციალურ ქსელში რობერტ სტურუა.