logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ნაცოპოზიციურ ფლანგზე კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილისთვის ეს „დიადი აღიარებაა“ - ის უნისონშია სერტიფიცირებულ თაღლითთან, მამუკა ხაზარაძესთან
- +

22 სექტემბერი. 2023. 11:12

 

 

„შეკითხვები ნამდვილად აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი ნაცრადიკალების ერთ-ერთ მორიგ ტრაგიკომიკურ პერსონაჟად გაფორმდა

 

ანაკლიის პორტის პროექტში ოფშორელი რუსი ოლიგარქების პრომოუტერი ხაზარაძე „უმნიშვნელოვანესი“ აქტივია „პროევროპელი“ ზურაბიშვილისთვის“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

აბაშიძე პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთან თანხვედრაშია.

 

აბაშიძის თქმით, შეკითხვები ნამდვილად აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი ნაცრადიკალების ერთ-ერთ მორიგ ტრაგიკომიკურ პერსონაჟად გაფორმდა.

 

„ნაცოპოზიციურ ფლანგზე კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილისთვის ეს „დიადი აღიარებაა“ - ის უნისონშია სერტიფიცირებულ თაღლითთან, მამუკა ხაზარაძესთან. ანაკლიის პორტის პროექტში ოფშორელი რუსი ოლიგარქების პრომოუტერი ხაზარაძე „უმნიშვნელოვანესი“ აქტივია „პროევროპელი“ ზურაბიშვილისთვის.

 

შეკითხვები ნამდვილად აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი ნაცრადიკალების ერთ-ერთ მორიგ ტრაგიკომიკურ პერსონაჟად გაფორმდა. საბოტაჟის ფერხულში სამარცხვინოდ ჩართული ქალბატონი პრეზიდენტი ჩაფლავებულ ნაცპროტესტებზეც რომ გამოჩნდნეს, აღარავის გაუკვირდება. არც ისიც, თუ ვადის ამოწურვამდე, „ლელოს“ ან სხვა ნაცაქტივისტებს დაასაქმებს ორბელიანების სასახლეში“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner