logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით
- +

22 სექტემბერი. 2023. 11:17

 

 

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან მადლიერება გამოხატა ლუქსემბურგის ურყევი  მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ გამოხატავს.

 

გაეროს 78-გენერალური ასამბლეის ფარგლებში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან.

 

განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით  და მადლიერება გამოვხატე ლუქსემბურგის ურყევი  მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ გამოხატავს.

 

კოლეგას  დავუდასტურე საერთო ინტერესების მქონე სფეროებში  თანამშრომლობის დიდი  სურვილი”, - აღნიშნავს პრემიერი.

 

https://twitter.com/gharibashvilige/status/1705113126545342505?s=46&t=yQhgcO8K86qHgRcab0PqPA

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner