logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: თქვენი შეიარაღებული ძალები ჩვენც უსაფრთხო გარემოში გვამყოფებენ
- +

8 სექტემბერი. 2016. 11:44



„საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის, 1985 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა", - ამის შესახებ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სტუდენტებთან შეხვედრაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.


 

„ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი NATO-ს გენმდივნის რანგში. საქართველოში მანამდეც ვიყავი. პირველი ვიზიტი საქართველოში 1985 წელს განხორციელდა, როდესაც საქართველო განსხვავებული ქვეყანა იყო. ამ პერიოდში ევროპა გაყოფილი იყო ღირებულებებით, კედლებით და არმიებით. 1985 წელს საქართველო იყო საბჭოთა რესპუბლიკა, ამჟამად არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ძალიან ახლო ქვეყანა NATO-სთვის და იბრძვის გაწევრიანებისთვის. როდესაც 1985-ში თბილისში ჩამოვედი, გავჩერდი „ინტურისტის" სასტუმროში, რომელიც განსხვავდება იმ სასტუმროსგან, რომელშიც დღეს ვცხოვრობ და ესეც გამოხატულებაა ცვლილებების. ძალზედ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საქართველოში და შეითვისა ფუნდამენტური ღირებულებები - დემოკრატია, მასმედიის თავისუფლება, უმცირესობების დაცვა, სასამართლოს უზენაესაობა. ეს არის ღირებულებები, რომელიც გვაკავშირებს. ჩვენ გვევალება, დავიცვათ ეს ღირებულებები სხვადასხვა გზითა და მეთოდით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.



მანვე, ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.



„NATO-ს ყველა წევრის სახელით, NATO-ს პარტნიორების სახელით, ნება მომეცით, ღრმა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მისამართით. თქვენ, NATO-ს გვერდში უდგახართ ავღანეთში მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვაღიარებთ და მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველოს ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს. თქვენი ძალები რეალური წვლილის შემტანი გახდა ავღანელი ხალხისთვის უსაფრთხო მომავლის მშენებლობაში და ისინი, ჩვენც უსაფრთხო გარემოში გვამყოფებენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner