logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: გეოლოგების მიერ შემოწმებულია 500-ზე მეტი სახლი, საიდანაც განსახლებას ექვემდებარება 195 ოჯახი
- +

22 სექტემბერი. 2023. 11:45

 

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გეოლოგების მიერ შემოწმებულია 500-ზე მეტი სახლი, საიდანაც განსახლებას ექვემდებარება 195 ოჯახი“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

 

„დღეის მდგომარეობით, სტიქიით გამოწვეული საფრთხეების გათვალისწინებით 410 ადამიანის გამოყვანა მოხდა სტიქიის უშუალო ზონიდან, აქედან 95 ადამიანი მერიის მიერ გადაყვანილია  სასტუმროებში. გეოლოგების მიერ აქტიურად მიმდინარეობს დამეწყრილი სახლების მდგომარეობის შესწავლა/შეფასება და ამ ეტაპისთვის შემოწმებულია 500-ზე მეტი სახლი, საიდანაც განსახლებას ექვემდებარება 195 ოჯახი.

 

 

როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველა მოქალაქეს, ვისაც სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც სტიქიის შედეგად გამოუსადეგარია საცხოვრებლად, გადაეცემა ალტერნატიული სახლი ან გადაეცემა თანხა სახლის შესაძენად. უკვე მიმდინარეობს მიყენებული ზარალის შეფასება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner