logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თავად იბარებენ შს მინისტრს პარლამენტში, თავადვე პიკეტირებას უწყობენ. ალბათ „ხალხმრავალს“ უწოდებენ ამ აქციას
- +

22 სექტემბერი. 2023. 12:33

 

 

„რადგან არ ვჩანვართ, არც „ხალხად“ არ გვთვლიან. მათი „ხალხი“ ამ სურათზეა. ჩემი ხალხი კი ამ წუთებში ვაშლიჯვრის სასაფლაოსკენ მიისწრაფვის. ბაბუშერას აეროპორტში განვითარებული ტრაგედიის მორიგი წლისთავია“, - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ ინტერპელაციით წესით პარლამენტში მინისტრების დაბარებას და პარალელურად აქციის მოწყობას.

 

ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც იქაა შეკრებილი, ოპოზიცია სავარაუდოდ, მრავალათასიან აქციად მონათლავს.

 

„თავად იბარებენ შს მინისტრს პარლამენტში, თავადვე პიკეტირებას უწყობენ. ალბათ „ხალხმრავალს“ უწოდებენ ამ აქციას, ალბათ „მრავალათასიანად“ გაასაღებენ, ვერ გეტყვით. აი, ფონ კრამონი და დეგნანი „ქართველი ხალხის“ ნებაზე რომ აპელირებენ ხშირად, ამ სურათზეა მათი რაოდენობა. დანარჩენები საქმით ვართ დაკავებული და ამიტომ არა ვჩანვართ. რადგან არ ვჩანვართ, არც „ხალხად“ არ გვთვლიან. მათი „ხალხი“ ამ სურათზეა. ჩემი ხალხი კი ამ წუთებში ვაშლიჯვრის სასაფლაოსკენ მიისწრაფვის. ბაბუშერას აეროპორტში განვითარებული ტრაგედიის მორიგი წლისთავია. მეც დავიძვრები. ნათელში ამყოფოს უფალმა დაღუპულების სულები. ღმერთმა გააძლიეროს მათი ოჯახის წევრები. ფოტოზე აღბეჭდილებს კი ქვესკნელი მიიღებს და დააწყნარებს თავის დროზე... თუმცა, იმ დრომდე მათაც აქვთ გადარჩენის შანსი, რასაც გულწრფელად ვუსურვებ წმინდა კეთილგონივრული ავაზაკის ზეციური მფარველობით“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner