logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ურთიერთობაში გადაულახავი პრობლემები არ გვაქვს!
- +

11 მარტი. 2016. 12:30


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ჩვენ, ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ურთიერთობაში გადაულახავი პრობლემები არ გვაქვს და არ გვექნება.



ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა და უნდა გვესმოდეს, რომ ტერიტორიულად საქართველო ვერ გამთლიანდება, თუ ჩვენი აფხაზი ძმები და დები არ დავიბრუნეთ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ ადამიანებან ერთად, ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ვიცხოვროთ" , - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო არის ის ევროპული სახელმწიფო, სადაც ყველაზე მეტად იქნება დაცული აფხაზური და ოსური ენები და კულტურა.



ქართულმა მხარემ გუშინ აფხაზებთან და ოსებთან პატიმრები გაცვალა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner