logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გეგმის მიხედვით საქართველოს ფინანსური სისტემა უნდა ჩამოშლილიყო. ჩვენ სწორად მივიღეთ კანონი. სისტემაც სწორად დავალაგეთ და პრევენცია მოვახდინეთ. ეს სისტემა არ ჩამოიშალა. ამაზე ნერვიულობენ ახლა
- +

22 სექტემბერი. 2023. 14:26

 

 

მათი გეგმის მიხედვით საქართველოს ფინანსური სისტემა უნდა ჩამოშლილიყო. ჩვენ სწორად მივიღეთ კანონი. სისტემაც სწორად დავალაგეთ და პრევენცია მოვახდინეთ. ეს სისტემა არ ჩამოიშალა. ამაზე ნერვიულობენ ახლა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ეროვნულ ბანკში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

 

როდესაც ასე მარტივად გადაივლის-ხოლმე ამბები, თითქოს არაფერი მომხდარა, არადა, რამდენი რამ, რამდენი გათვლა სჭირდება, მათ შორის პოლიტიკური, ანტი-საბოტაჟურ მოქმედებებსა და პრევენციულ ღონისძიებებს. პრევენცია იყოს სწორედ, რამდენიმე თვის წინ თავი რომ გაიგიჟეს და ვერავინ ხვდებოდით, რატომ იგიჟებდნენ თავს, თურმე ეს გეგმა ჰქონდათ. წინასწარ რაღაცები შესაძლოა, იცოდნენ კიდევაც, სანქცირება და ასე შემდეგ. ამ გეგმის მიხედვით საქართველოს ფინანსური სისტემა უნდა ჩამოშლილიყო. ჩვენ სწორად მივიღეთ კანონი. სისტემაც სწორად დავალაგეთ და პრევენცია მოვახდინეთ. ეს სისტემა არ ჩამოიშალა. ამაზე ნერვიულობენ ახლა, იმდენად შოკში არიან, რომ პრეზიდენტი ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე არ იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner