logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ტყუილ ნარატივზე დაფუძნებული პროტესტი ვერ იარსებებს, ამიტომ ვერ შეკრიბეს ხალხი
- +

22 სექტემბერი. 2023. 14:28

 

 

ბევრი ადამიანი ვერ შეკრიბეს იმიტომ, რომ ტყუილს არ აჰყვა [ხალხი]. ტყუილ ნარატივზე დაფუძნებული პროტესტი ვერ იარსებებს, პროტესტი არსებობს მაშინ, როდესაც ამას რეალური საფუძველი აქვს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტთან გამართულ აქციას.

 

რაც არ უნდა ტელეარხები, „ენჯეოები“ თუ ა.შ. მიეხმარონ, ხელოვნურად პროტესტი ძალიან იშვიათად წარმოიშობა ხოლმე. თუმცა, ხელოვნური პროტესტიც გვინახავს ამ ქვეყანაში, საუკუნის აფიორიდან გამომდინარე. მაგალითად აგენტების ამერიკულ კანონს რომ დაარქვეს რუსული კანონი. რა გააკეთეს - ამერიკული ნათარგმნი კანონი, რუსულ კანონად მოინათლა და რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა გასაპროტესტებლად, შეძლეს ადამიანების მოტყუება. სხვათა შორის, ეს კარგი პრეცედენტი იყო, ეს ხომ მერე ყველამ გადაიაზრა, რუსულ კანონად რომ შეასაღეს აგენტების ამერიკული კანონი. ასე რომ არ ყოფილიყო, ყველა აქ იდგებოდა. ამიტომ ხდება ეს ჩავარდნილი აქციები და ამიტომ გვაქვს ეს მოცემულობა სახეზე. ყალბ პროტესტს გასაქანი ვერ ექნება, როგორ შეიძლება ხალხი ისე მოატყუო, რომ ამან საპროტესტო ტალღა წარმოქმნას. რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ადამიანმა, როგორ შეიძლება ვინმეს დაარქვას რუსი, საზოგადოებამ ეს რომ მიიღოს, არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner