„დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ხომ 0,1%-ი შანსი არა აქვს არც ერთს, ხომ არ გვყავს კონკურენტი პარტია?“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით და მათაც იციან. შეიძლება სხვანაირად ლაპარაკობენ, მაგრამ რეალური მონაცემები ხომ იციან ჩვენმა კონკურენტებმა? ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა რაღაც უნდა მოიფიქრონ და ეს რაღაც სხვა, მათი აზრით, არის სისხლიანი რევოლუცია, რასაც ქართული საზოგადოება და სახელმწიფო არ დაუშვებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.