logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ფარცხალაძეზე: ერთი მტკიცებულება მითხარით, რატომ არის აგენტი? გამოძიებას თქვენ უნდა ასწავლოთ, როდის დაიბაროს? თუ მტკიცებულება არ აქვს?
- +

22 სექტემბერი. 2023. 14:47

 

 

ერთი მტკიცებულება მითხარით, რატომ არის აგენტი? გამოძიებას თქვენ უნდა ასწავლოთ, როდის დაიბაროს? თუ მტკიცებულება არ აქვს?“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოთარ ფარცხალაძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მისი თქმით, როგორც მდინარაძისთვის არის ცნობილი, ფარცხალაძესთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება ქართველ სამართალდამცველებს არ აქვთ.

 

მე რა ინფორმაციაც მაქვს, ქართველ სამართალდამცველებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, მაგრამ შესაძლოა, ეს იყოს არასწორი ინფორმაცია, რადგან შესაძლოა, ეს იყოს დახურული ინფორმაცია, რომელიც პარლამენტის წევრმაც კი არ უნდა იცოდეს. თუ ასეთი არის, შესაძლოა, გამოძიებას რაღაც შედეგი მოჰყვეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, საჯარო ინფორმაცია შეიძლება გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი, თუ მტკიცებულებები არსებობს.

 

როდესაც ადამიანს ბრალს უყენებ, როდესაც ასანქცირებ ადამიანს, ამას აბსოლუტურად სხვა საფუძველი სჭირდება. ანუ, კანონით ვალდებულება არსებობს ნებისმიერ ქვეყანაში, რომ ასეთ ოფიციალურ ბრალდებას სამართალდამცველებიდან, სახელმწიფო უწყებებიდან მტკიცებულებები სჭირდება, მაგრამ რაც შეეხება განცხადების გაკეთებას, იგი პოლიტიკურია, რომელსაც შენი არგუმენტებით ამაგრებ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner