„საქართველოს პარლამენტში დღეს არის მინისტრი, თავის გუნდთან ერთად, რომლის მინისტრობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 50 მლრდ ლარიდან გაიზარდა 80 მლრდ ლარამდე, 30 მლრდ-ით. რაც არ უნდა გავაკრიტიკოთ, შედეგი, ფაქტი, რომელიც ხელის გულზე დევს - არის ეს. დანარჩენი ყველაფერი შედარებით მეორეხარისხოვანია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.
მამუკა მდინარაძემ მინისტრ ლევან დავითაშვილს წარმატებები უსურვა.