„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სტიქიასთან ბრძოლის დროს, ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი უწყებების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები - პოლიციის მაიორი, - მირიან ჭელიძე და თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის თანამშრომელი - თემურ ხარჩილავა. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებს და კოლეგებს. მადლობა მათ ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის, მათი დაკარგვა დიდი ტკივილია ჩვენი დიდი ოჯახისთვის. სამწუხაროდ, სტიქიური უბედურებები თავს დაატყდა საქართველოს სხვა რეგიონებსაც და გურიაში კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებსაც“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.