logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ბევრს აღწევთ იმით, რომ იღვწით წევრობისთვის
- +

8 სექტემბერი. 2016. 12:08



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბეგმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  NATO მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა დაეხმაროს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.



წლების განმავლობაში საქართველო გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი NATO- ოპერაციებში და NATO- გააჩნია დამატებითი ინიციატივები და პროგრამები საქართველოში. დღეს უფრო მეტი საქართველოა NATO-ში და მეტი NATO საქართველო-ში. NATO- მოკავშირეები რეალური შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფებით იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ გადადგა.

 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს მოძრაობა ეკონომიკური, თავდაცვითი, დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ჩვენ ველით არჩევნების ჩატარებას მომავალ თვეს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს.

 

ჩვენი მიმდინარე ვიზიტი ძალზე სერიოზული გზავნილია. NATO-საქართველოშორის მეგობრობა ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.



მისივე თქმით, რეფორმები აძლევს საქართველოს საშუალებას, იმოძრაოს ევროპის მიმართულებით.



ეს მნიშვნელოვანია NATO-ში გაწევრიანებისთვის. NATO-სთან მიბმის გარეშე მნიშვნელოვანია რეფორმები - კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და .. NATO- რომ არ ჰქონოდა ეს მოთხოვნები, ეს მაინც უნდა ჩატარებულიყო. ამას მოაქვს ეკონომიკური ზრდა, NATO- წევრობა. ამას დრო სჭირდება, თქვენ კი მოთმინება. საკითხი არ დგას ასე - ან არაფერი, ან წევრობა. პროგრესი დიდია. სკოლა გავხსენით, სამეკავშირეო ცენტრი, მრჩევლები გვყავს საქართველოში. ჩვენ გვესმის, რომ წევრობა გსურთ ძალიან სწრაფად. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ მომავალ წელს გაწევრიანდებით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბევრს აღწევთ იმით, რომ იღვწით წევრობისთვის, მუშაობთ ამ მიმართულებით", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner