თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (The Network of European Museum Organisations - NEMO) წევრი გახდა.
NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30,000-ზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ კულტურული მემკვირეობის დაცვასა და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში. 1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია, ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს.
ორგანიზაციაში გაერთიანების პარალელურად, თბილისის მუზეუმების გაერთიანება სწორედ გაციფრულების ჯგუფის წევრი გახდა.