logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვკითხულობ გერმანულ სტატიას გერმანიის წყალდიდობაზე და იქაურმა „ნეონაცებმა“ ზუსტად ისევე გამოიყენეს ტრაგედია სპეკულაციებისთვის, როგორც ჩვენთან - „ნაცებმა“
- +

22 სექტემბერი. 2023. 19:22

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარების სხდომაზე შოვის ტრაგედიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც სტიქია და ტრაგედია ქვეყნის პოლიტიკურ ჯგუფებს სპეკულაციებისთვის გამოეყენებინათ სწორედ ისე, როგორც ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა.

 

„ძალიან მძიმე თემაზე გვიწევს საუბარი. კიდევ ერთხელ გვიწევს ამ ტრაგედიის, სტიქიის გახსენება. კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს. ზოგადად სტიქია, ტრაგედია არის ისეთი რამ, რაც უნდა აერთიანებდეს ყველას - ქვეყანას, ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს. სამწუხაროდ ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვხედავთ რას, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ტრაგედიაც კი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, პრაქტიკულად არსად ხდება. სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში სამყარო დატვირთული იყო სტიქიებით. მათ შორის შეგახსენებთ ამ ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ჰავაიზე ტყის ხანძარი, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თვეზე მეტი ვერ აიდინტიფიცირებდნენ ადამიანებს, მათ შორის დაკარგულებს. არ ამოქმედდა მათ შორის განგაშის სისტემა. ამერიკის პრეზიდენტი ჩაფრინდა ტრაგედიიდან 2-3 კვირის თავზე და არავის უფიქრია სპეკულირებისთვის გამოეყენებინა ამერიკაში ეს ყველაფერი, მოეთხოვა პრეზიდენტის გადადგომა, მთავრობის და ა.შ. გერმანიაში სულ რაღაც 2-3 წლის წინ მოხდა ძალიან დიდი წყალდიდობა, რომელსაც შეეწირა დაახლოებით 200 ადამიანი. არსად გამოუყენებიათ პოლიტიკურ პარტიებს ეს საკითხები სპეკულირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის პროგნოზირებაც უფრო ადვილია ტემპერატურიდან გამომდინარე, მერე რეაგირებაც უფრო ადვილია, წყალდიდობის პროგნოზირებაც ბევრად ადვილია. გერმანიასთან დაკავშირებით ასეთი სტატია ვნახე, როგორი რეაქცია ჰქონდათ პოლიტიკურ სუბიექტებს სტიქიასთან მიმართებაში. არცერთ საპარლამენტო პარტიას არ უცდია სპეკულაციებისთვის ამ ტრაგედიის გამოყენება. წყალდიდობის, რომელსაც 200-ზე მეტი გერმანელი შეეწირა. იქაც არიან ნეონაცისტები და მხოლოდ მათ სცადეს ამ ტრაგედიის გამოყენება საკუთარი ქულების დასაწერად. გერმანიაში ნეონაცები, საქართველოში - ნაცები. ზუსტად არის სტატიაში აღწერილი, როგორ ხდებოდა ტრაგედიის სპეკულაციებისთვის გამოყენება და იმავეს აკეთებდნენ აქაც ესენი [„ნაციონალური მოძრაობა“]. დეზინფორმაცია, ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ვრცელდებოდა ტრაგედიის მსხვერპლებთან, დაკარგულებთან დაკავშირებით. მილიონი დეზინფორმაცია გავრცელდა იმისათვის, რომ დაემძიმებინათ ის სურათი, რომელიც ისედაც მძიმე იყო. იქმნებოდა ალტერნატიული დახმარების ჯგუფები [გერმანიაში] და ზუსტად იმავეს აკეთებდა „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა. ჩადიოდა, საკვებს ამზადებდა, არადა საკვებით სრულად იყო უზრუნველყოფილი მაშველებისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის. ჰქონდათ მცდელობა, რომ დაზარალებულები გამოეყენებინათ ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის. ზუსტად იგივე ხდებოდა აქაც. რაც წერია ნეონაცებზე იმ სტატიაში, ამას აკეთებდნენ „ნაცები“ საქართველოში. გეგონება „ნაცების“ ქმედებებს კითხულობ გერმანულ სტატიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner