logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გარეთ რამდენიმეკაციანი აქცია მიდის ახლა და მთავარი ლოზუნგი ამ აქციის არის „არა რუსეთის აგენტ მთავრობას“ თუ რაღაც ასეთს ამბობენ და ვინ ხელმძღვანელობს ამას იცით? ელენე ხოშტარია, აგენტებს ებრძვის რუსეთის
- +

22 სექტემბერი. 2023. 19:28

 

 

გარეთ რამდენიმეკაციანი აქცია მიდის ახლა და მთავარი ლოზუნგი ამ აქციის არის „არა რუსეთის აგენტ მთავრობას“ თუ რაღაც ასეთს ამბობენ და ვინ ხელმძღვანელობს ამას იცით? ელენე ხოშტარია, აგენტებს ებრძვის რუსეთის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„არ არსებობს სიტყვები, რომელიც იმ [შოვის] ტრაგედიას რამენაირად შეარბილებს. მადლობა ბიჭებს, რომლებმაც იშრომეს თვეების განმავლობაში და დღესაც გრძელდება იქ სამუშაოები. მართლაც პარადოქსების ქვეყნად ვრჩებით ერთი მიმართულებით, რასაც ჩვენი ოპოზიცია კადრულობს. ადამიანების სიცოცხლე თქვენს მთავრობას არაფრად მიაჩნიაო, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა. ეს იცით რომელი ლიგიდანაა? ხაზარაძეს რომ უთქვამს გუშინ თავი დაანებეთ ადამიანების ჯიბეებში ხელის ფათურსო. გარეთ რამდენიმეკაციანი აქცია მიდის ახლა და მთავარი ლოზუნგი ამ აქციის არის „არა რუსეთის აგენტ მთავრობას“ თუ რაღაც ასეთს ამბობენ და ვინ ხელმძღვანელობს ამას იცით? ელენე ხოშტარია, აგენტებს ებრძვის რუსეთის“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner