„კარგად გარუჯულმა ვაშაძემ განაცხადა - ვინმე ჩასულიყო შოვშიო და ამას დამატებული პარადოქსი - თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ჩავედით კამერების გარეშეო. ნაცი, კამერების გარეშე, რაჭაში - ესეც პარადოქსია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ადამიანები რომ დაგვეღუპნენ, ვაშაძემ თქვა, რომ არასწორად რომ მიდიოდა სამუშაოები სტიქიის ზონაში, სწორედ ამიტომ დაიღუპნენო, რა ჰქვია ახლა ამას?! ტრაგედიას იყენებენ, ამ ტრაგედიით სარგებლობენ, ამ ყველაფერს კადრულობენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს. ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებს.