logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- +

22 სექტემბერი. 2023. 21:13

 

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საიდბადრ ალბუსაიდს შეხვდა.შეხვედრისას მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსა და ომანს შორის მზარდი ორმხრივი ურთიერთობები. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ყურის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.განსაკუთრებით აღინიშნა ურთიერთობები ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში.

 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი საჰაერო ავიარეისების აღდგენა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას ორივე მიმართულებით.

 

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner