logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი შრი-ლანკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ალი საბრის შეხვდა
- +

22 სექტემბერი. 2023. 21:15

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შრი-ლანკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ალი საბრის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა,რომ საქართველო დაინტერესებულია სამხრეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებით.

 

„ხაზი გაესვა რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას თანამშრომლობის განვითარების არსებული პოტენციალის ამოქმედებისთვის.

 

გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება სხვადასხვა სფეროში.

 

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ასევე გამართა ანტიგუა-ბარბუდას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩეტ გრეენთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას სავაჭრო- ეკონომიკური მიმართულებით. მათ შორის

 

ყურადღება გამახვილდა ინტსტიტუციური რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner