logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრემიერი: პრეზიდენტ ზელენსკის მინდა ვუთხრა, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს
- +

22 სექტემბერი. 2023. 22:37

 

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ პოლონელებს შეურაცხყოფა აღარ მიაყენოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

"მინდა ვუთხრა პრეზიდენტ ზელენსკის, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს გააკეთა ცოტა ხნის წინ გაეროში სიტყვით გამოსვლისას", - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე.

 

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში".

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner