logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: განმუხურში დენდროლოგიური პარკის მშენებლობას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს
- +

8 სექტემბერი. 2016. 12:18



საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჟამად ექს-პრემიერი ზუგდიდში რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ხვდება.


შეხვედრაზე ივანიშვილმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა და განმუხურში სასტუმროს მშენებლობაზე ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მას ამ მიმართულებით კომერციული ინტერესები არ ამოძრავებს და მხოლოდ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაზე ფირქობს.


„ბოტანიკური ბაღით ჩემი ინტერესი ყოველთვის დიდია, მაგრამ გავრცელებული ჭორები, თითქოს რაღაც ხეების გადარგვა მინდოდა ბოტანიკურიდან, ან რაღაც ამის მსგავსი, უსაფუძვლოა. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ 25 წელზე მეტია თბილისის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს აქტიურად ვეხმარები. ზუგდიდშიც შევთავაზე დირექციას ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დახმარება. თავიდან სკეპტიკურად მიყურებდნენ, მაგრამ შემდეგ დაგვიკავშირდნენ და როგორც ვიცი, ბოტანიკურ ბაღში ფონდი „ქართუ" ახორციელებს პროექტს და გარკვეულ ინვესტიციებს.

 

რაც შეეხება განმუხურს, მიმაჩნია ძალიან სამაგალითოდ, რომ აქ შეიძლება ძალიან მაღალი კლასის სასტუმრო აშენდეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა აქაც მივარდნა და ამბობდნენ, რომ ზღვას გვიკეტავენო. არ ვიცი, ზღვა როგორ უნდა გადავკეტოთ ან ზღვაზე მისასვლელი. ახლა ამბობენ, რომ ბულვარს ვითვისებთ. პირიქით, ბულვარი გაფართოვდება და უფრო საინტერესო იქნება.

 

განმუხურში, ე.წ. საზღვართან რომ აშენდება მაღალი კლასის სასტუმრო, თუ ამას ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ეს პოზიტივის გარდა რაიმე სხვას შეიცავს, ეს ძალიან დიდი პრობლემაა თითოეული მოქალაქისთვის, ვინც ასე ფიქრობს. ჩემი მიზანი არის მხოლოდ პატრიოტული და არა კომერციული და ეს ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც დამატებითი შეემატოს, გაიზარდოს ტურიზმი და ა.შ.

 

ფულის გაკეთებაზე არ ვფიქრობ, ვხარჯავ და ვხარჯავ თანხებს ჭარბად, რომ შავ ზღვას შარმი მიეცეს და მეტი ტურისტი ჩამოვიდეს.

 

იქ რეალურად იგეგმება დენდროლოგიური პარკის მშენებლობა, რასაც ასევე ფონდი „ქართუ" დააფინანსებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner