logo_geo
eng_logo
კვერნაძე მოედანს დაუბრუნდა - „ფროზინონე“ გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუზავდა
- +

22 სექტემბერი. 2023. 23:13

 

 

იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა და შეხვედრა 1:1 დაასრულა, ქართველი ფეხბურთელი კი ორმატჩიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

 

გიორგი კვერნაძე იტალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში განაცხადში იყო და მწვრთნელმა მოედანზე ბოლო წუთებზე შეუშვა. ანგარიში კი „ფროზინონემ“ პირველ ტაიმში გაიხსნა. მე-12 წუთზე სტუმართა შეტევა მცველმა სიმონე რომანიოლიმ დააგვირგვინა.

 

მეორე ნახევარში „სალერნიტანამ“ დიდი ძალებით შეუტია და 52-ე წუთზე ჯოვანე კაბრალიმ წონასწორობა აღადგინა. 77-ე წუთზე კი მოედანზე ქართველი თავდამსხმელი გამოჩნდა, რომელმაც რამდენჯერმე სცადა თამაშის გამწვავება, მაგრამ „ფროზინონე“ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა – 1:1.

 

იტალიის სერია A-ში გამართული 5 თამაშის შემდეგ „ფროზინონემ“ 8 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ კი „ბოლონიას 24 სექტემბერს, 20:00 საათზე სტუმრად დაუპირისპირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner