„ვინც ჩემს მოღვაწეობას იცნობს, იცის, რომ მე განსაკუთრებულად ხეები კი არა, ადამიანები მიყვარს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
„მგონი, ყველაფერი თანმიმდევრულად და სწორად მაქვს დალაგებული და ნორმალური ადამიანი ვარ. ჩემი ქვეყანა მიყვარს და ხეებსაც მისწვდა ჩემი სიყვარული. წარმოაჩენენ, რომ თითქოს მხოლოდ ხეები მიყვარს. მე მიყვარს ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა და ვცდილობ, რომ როგორმე დავეხმარო. 500-ზე მეტი ძეგლი აღვადგინე და ამაზე არავინ საუბრობს. სწორედ რომ ხე გაახსენდათ და წარმოაჩენენ, რომ თითქოს, მეტი საზრუნავი ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია და ხეებით არის დატვირთული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.