logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: არ მინდა დავიჯერო, რომ პროცესები არის მართული!
- +

11 მარტი. 2016. 12:33


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი დღეა სტუდენტები აქციას მართავენ. უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი კანცლერის არჩევნებს პროტესტს უცხადებს. უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა აცხადებს - არ სურს დაჯერება, რომ პროცესები არის მართული.


„მე არ მინდა დავიჯერო, რომ პროცესები არის მართული. რაც შეეხება პოლიტიზებას, 14 ცნობილი ქართველი ღვაწლმოსილი პროფესორი ხელს აწერს შესანიშნავ განცხადებას, სადაც მათ მოუწოდეს ყველას, განსაკუთრებით პოლიტიკურ ძალებს, გაუფრთხილდნენ უნივერსიტეტს, გაუფრთხილდნენ ადგილს, სადაც სწავლობენ პოლიტიკოსების შვილები, დები, ძმები და არ მოახდინონ უნივერსიტეტის პოლიტიზება. მე ვფიქრობ, ქართველ პოლიტიკოსებში არის ის ჯანსაღი მუხტი, რომ უნივერსიტეტის პოლიტიზებაში არანაირი მონაწილეობა არ მიიღონ", - განაცხადა ლადო პაპავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner