logo_geo
eng_logo
ია მაკასარაშვილის შუამდგომლობით, ვარკეთილში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
- +

8 სექტემბერი. 2016. 12:33


 

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრის ია მაკასარაშვილის შუამდგომლობით, ვარკეთილში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.



დეპუტატის განცხადებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ძალისხმევითა და სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, ვარკეთილი 3-ის მე-2 მ/რ-ის N16-ე კორპუსს გამაგრებითი სამუშაობი უკვე ჩაუტარდა და აღნიშნულ მისამართზე ამჟამად ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.



მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარკეთილი 3-ის მე-4 მ/რ-ის N409-ე კორპუსთან მდებარე სპორტული მოედანსაც უტარდება.


 

„მოხარული ვარ, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც სამაჟორიტარო ბიუროსა თუ ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან შესაბამის სტრუქტურებში იქნა მიწოდებული, დადებითად გადაწყდა", - აღნიშნა ია მაკასარაშვილმა.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner