მადრიდის „რეალი“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ამოქმედებას იწყებს. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ობიექტების მთავარი ღირსება პროდუქტების ხარისხი იქნება.
რესტორნების ქსელის მეშვეობით, „რეალი“ იმედოვნებს, რომ გააფართოვებს საკლუბო ბრენდს მთელს მსოფლიოში.
რესტორნის სახელწოდებაა – UNO By Real Madrid. პირველი ობიექტი 2023 წლის ოქტომბერში მექსიკაში გაიხსნება.