ოზურგეთში მცხოვრებ 62 წლის მამაკაცს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მამაკაცი და არასრულწლოვანი გოგონა მეზობლები იყვნენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
გარყვნილი ქმედების მცდელობაში ეჭვმიტანილი ამჟამად დაკავებული არ არის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.