logo_geo
eng_logo
გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღი კიდევ ერთ ახალ შენობაში გაიხსნა
- +

23 სექტემბერი. 2023. 13:21

 

 

საქაშეთის ბაღის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი დაესწრნენ.

 

ახალი შენობა საქაშეთში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. შენობა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს და 50 ბავშვზეა გათვლილი. ამ დრომდე საქაშეთში მცხოვრები აღსაზრდელები დაქირავებულ კერძო სახლში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას.

 

ახალი სასწავლო წელი გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებულ შენობებში კიდევ ორმა ბაღმა დაიწყო.

 

უახლოეს პერიოდში კიდევ ორი ახალი ბაღის გახსნაა დაგეგმილი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner