logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ სჯერდება კონსტიტუციის დარღვევას, ახლა კანონის დარღვევაზეც გადავიდა - ის თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს
- +

23 სექტემბერი. 2023. 14:44

 

 

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, არ მოაწეროს ხელი ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტს, სრული აბსურდია და კანონის დარღვევა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

„როგორც ჩანს, ის არ სჯერდება კონსტიტუციის დარღვევას, ახლა კანონის დარღვევაზეც გადავიდა. ვფიქრობ, ის თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს. კანონის უზენაესობის დაცვა მას არ შეუძლია. მისი პოსტი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, თავიდან ბოლომდე გაუგებარია. წერს რაღაც სახელმწიფო ინტერესებზე. რა სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი? ასევე, წერს, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, რომ დაისაჯოსო. რა, უცხო ქვეყნის მოქალაქე არ დაისჯება საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის?!“, - განაცხადა სეფაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner