logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას: ნურავის მიანდობთ თქვენს საკუთარ ბედს
- +

8 სექტემბერი. 2016. 12:41



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მოსახლეობას მიმართავს და არჩევნებზე მისვლისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ყველა მოქალაქის მინიმალური ვალედბულებაა, ამ სახით მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და წვლილი შეიტანოს თავისი ქვეყნის განვითარებაში.


„ყველა მოქალაქეს ვალდებულება აქვს, რომ მინიმალური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში. ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენი წვლილი უნდა შეიტანოს თავისი ქვეყნის განვითარებაში და სულ ცოტა, უნდა მივიდნენ არჩევნებზე. ეს არის მინიმალური ვალდებულება, მე ასე ვიტყოდი. ვალდებულების განცდა კი ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს.

 

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ძალიან ბევრი არ აპირებს  არჩევნებზე მისვლას, რაც ძალიან ცუდია. ნურავის ნუ მიანდობთ თქვენს საკუთარ ბედს. ძალიან გთხოვთ, თითოეულ თქვენგანს, კარგად დააკვირდით პროცესებს, ჩაერთეთ ანალიზში და აუცილებლად მოდით არჩევნებზე, რამეთუ თქვენ თქვენი ქვეყნის მომავალს, თქვენი შვილების მომავალს განსაზღვრავთ ამით და ამაზე უარის თქმა ან ის, რომ ვიღაცას მიანდოთ, რა თქმა უნდა, უარესი იქნება. მოგიწოდებთ, მობრძანდეთ არჩევნებზე და თქვენთვის სასურველ პარტიას მისცეთ ხმა!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner