logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ზუსტად ემთხვევა იმ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. ამდენად, მსგავს ფორმატებში პრემიერის უმაღლეს დონეზე მონაწილეობა უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა
- +

23 სექტემბერი. 2023. 16:21

 

 

მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც გაეროს მთავრი პრიორიტეტი გახლავთ, ეს ზუსტად ემთხვევა იმ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს აქვს. ამდენად, მსგავს ფორმატებში პრემიერ-მინისტრის უმაღლეს დონეზე მონაწილეობა, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა,

 

იგი პრემიერ-მინისტრის გაეროს 78-ე ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა.

 

„ყველასთვის გასაგებია, რომ თანამედროვე სამყაროში ქვეყნის ჩართულობა საერთაშორისო აქტივობაში, ძალისხმევაში, ზოგადად, არის უაღრესად დიდი მიშვნელობის. მით უმეტეს, რომ მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც გაეროს მთავრი პრიორიტეტი გახლავთ, ეს ზუსტად ემთხვევა იმ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს აქვს. აქედან გამომდინარე, მსგავს ფორმატებში პრემიერ-მინისტრის უმაღლეს დონეზე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა. შესაბამისად, გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გარემოება ბოლო დროინდელ ქართულ პოლიტიკაში“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner